weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ფერმერები მცენარეული ნარჩენის გადაწვისთვის 200-დან 1000-ლარამდე დაჯარიმდებიან

18:24 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება ის ტერიტორიები, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის რისკი არსებობს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა. სამართალდარღვევა 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება.

სამინისტრო აცხადებს, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ.

„გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე სტატისტიკის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი, რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლი კი განადგურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]