weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

09:18 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

მიმდინარე წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს – 22 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

  • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.
  • ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.
  • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://mepa.gov.ge/

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]