weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ხანძრის ქრობისას დაღუპული ივანე კუპრაძე სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

10:25 შაბათი, 01 აგვისტო 2020

პრეზიდენტმა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

31 ივლისს, რეინჯერის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ივანე კუპრაძის მეუღლეს, ნათია მუმლაძეს გადაცა.

„თქვენი მეუღლე იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც უდიდესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უვლიან საქართველოს ბუნებასა და ჩვენს საგანძურს. 17 წელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამსახურში ყოფნა და ჩვენი ბუნების დაცვისათვის მუშაობა ძალიან დიდი ღვაწლია. მინდა, გამოვყოთ ჩვენი გმირები. თქვენი მეუღლე ნამდვილად ამ ქვეყნის გმირია, რომელიც ემსახურებოდა მომავალი თაობებისათვის ჩვენი არაჩვეულებრივი ბუნების შენარჩუნებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. მას ხე დაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]