დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 1 და 2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.