კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, იმავე ადგილზე ხანძარი 20 სექტემბერსაც იყო. ხანძრების გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება, რომლებიც ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ.