დეპარტამენტის ცნობით, შველის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო, შველის სხვა ადგილას გადაყვანა ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს ჰყავს შეფარებული და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შველს სავარაუდოდ მგელი მოსდევდა, რის გამოც ტყიდან საავტომობილო გზაზე გამოვიდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და პოლიციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე ცხოველის დაზიანების ფაქტზე.