weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კინჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

23:12 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

კინჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა დაიწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულებამდე ვიზიტორები ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ.

კინჩხას (ოკაცეს) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბუნების ძეგლი მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადია. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქმნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრამდე აღწევს. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მეტრი სიმაღლის საფეხური.

ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 111 111 ლარით ფინანსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]