შველი რამდენიმე დღის წინ, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იპოვეს. მას სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
ცხოველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება.