weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ნამოხვანში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

20:18 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში პოლიციამ ადგილობრივი აქტივისტი ლაშა მიქაუტაძე დააკავა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ლაშა მიქაუტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნამოხვანში, სადაც დღეს დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებოდნენ, რიონის ხეობის მცხოვრებლები ინვესტორი კომპანიის, შპს „ენკა რინიუებლზს“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. როგორც მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც იქ კომპანიის წარმომადგენელი მივიდა და პროვოკაციულად იქცეოდა.

„იმედია, პოლიცია გაითვალისწინებს, რომ განსაკუთრებული მღელვარებაა აქ, გამომდინარე ჩვენი მრავალთვიანი პროტესტიდან. თუ ლაშა მიქაუტაძეს არ გაათავისუფლებენ, აქციებს სასამართლოსთან გავმართავთ.

დაკავება გამოიწვია იმან, რომ აქ მოვიდა პროექტის მენეჯერი. მან დილითაც გამოიარა და გამაღიზიანებლად, პროვოკაციულად იქცეოდა. ახლა გამოიარა და კიდევ დამცინავი და ახარხარებული სახით ჩაგვიარა ამდენ ხალხს, როცა იცის რომ ასეთი ემოციური ფონია. აღიზიანებს ხალხს. ამან გამოიწვია ის, რომ ლაშამ ტრაქტორის მიმართულებით ისროლა ქვა დ ამას მოჰყვა მისი დაკავება.

ეს ხალხი გადმოდის პროვოკაციაზე, რომ დაპირისპირება მოხდეს, რომ მართლა ქვების სროლა და სისხლიანი შეტაკება იყოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. ამ შემთხვევაში, პოლიცია არაფერ შუაშია. მოვუწოდებ, ხელისუფლებას, რომ გააცნობიეროს რამდენად სერიოზულია პრობლემა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები ოთხ თვეზე მეტია ღამეებს კარავში ათევენ და ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია გაუქმდეს მთავრობის ის განკარგულება, რომლითაც რიონის ხეობის მიწები ინვესტორ კომპანიას, შპს „ენკა რინიუებლზს“ გადასცა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები; ინვესტორმა კომპანიამ დატოვოს ხეობა.

ადგილობრივები მორიგი მასშტაბური აქციის გამართვას 28 თებერვალს, სოფელ ოფურჩხეთში გეგმავენ.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს – მწვანე ალტერნატივა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]