weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

თუ ნამახვანჰესს ვერ ავაშენებთ, 80 ჰესის პროექტიც საფრთხეშია - „ოცნების“ დეპუტატი

15:33 სამშაბათი, 02 მარტი 2021

„ნამახვანჰესის უკან დგას დაახლოებით 80 ჰესის პროექტი. ანუ, ნამახვანჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა“, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყანაში მძიმე კრიზისია მოსალოდნელი და ამიტომ, ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.

„ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ყველამ ვიცით, რომ ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და „ნამახვანჰესიც“ ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია - 800 მილიონი დოლარის ღირებულების.

გარდა ამისა, „ნამახვანჰესის“ უკან დგას დაახლოებით 80 ჰესის პროექტი. ანუ, „ნამახვანჰესზე“ სწორი კომუნკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა.

შესაბამისად, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრიით ქმნიდნენ პრობლემას.

თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ფინანსური ბენეფიტები აქვს, პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე რამეში – კომუნიკაციაში და მეორე, ალბათ, იმაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვთავაზობთ, იმგვარ პლიუსებს ვერ ვანახებთ, რაც უშუალოდ მათ მიწაზე... ის რეგიონი ხომ იმ მოსახლეობისაა, პირველ რიგში. მათი და მათი წინაპრების სისხლი და ოფლია ჩაღვრილი იმ რეგიონში“, - აღნიშნა დავითულიანმა.

დეპუტატის თქმით, არამხოლოდ რიონის ხეობაში, არამედ ყველგან, სადაც ჰესი შენდება, მოსახლეობამ უნდა ნახოს, რას მიიღებს მიწის დათმობის სანაცვლოდ.

„შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რათა პირობაში ჩავუდოთ, რომ რაღაც გარკვეული შეღავათები ჰქონდეთ. ამავე დროს, სახელმწიფომ უნდა აიღოს აბსოლუტური გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს. ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, იმიტომ, რომ

ჩვენც ხომ მტრები არ ვართ არა ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა სიკეთე გავუკეთოთ, ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ და ინვესტიცია მოვიძიოთ.

ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება, რომ არ უნდოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში.

ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდაუმოუკიდებლები არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილისმსურველი ქვეყანა, რომელიც, ალბათ, ეცდება, რომ მის ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული. 

ამიტომ, მთავარია კარგად ავუხსნათ მოსახლეობას რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ და ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა არა პრობლემა და პროტეტის მიზეზი, არამედ უნდა იქცეს განვითარებისა და უკეთესი მომავლის შანსად“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე აქვს ვადა, რომ შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა და გაუქმდეს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, 99 წლით, 576 ჰექტარი გადასცეს. 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. რიონის ხეობის გადარჩენისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

 

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]