weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრაკონიერებმა სიღნაღის რაიონში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს

10:07 სამშაბათი, 30 მარტი 2021
საბუკოს ფოტო საბუკოს ფოტო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსთან, ბრაკონიერების მიერ დაჭრილი, გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი იპოვეს. ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“ ინფორმაციით, ეს ამ ტერიტორიაზე ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა.

„მძიმე მდგომარეობის გამო ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა. სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში. მადლობას ვუხდით მოქალაქეს, რომელმაც არწივი იპოვა, მოუარა და დაგვიკავშირდა“, - ნათქვამია „საბუკოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს სთხოვს, გაამკაცრონ კონტროლი იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან.

განახლება„საბუკოს“ ინფორმაციით, ბრაკონიერების მიერ დაჭრილი არწივი მოკვდა. 

ბექობის არწივი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კონსერვაციაზე „საბუკო“ 2018 წლიდან მუშაობს. ფრინველის პოპულაცია გლობალურად მცირდება. „საბუკოს“ ცნობით, ამჟამად დაახლოებით 3 500 - 15 000 თუ იქნება დარჩენილი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბექობის არწივი ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ტყეებში ბუდობს, სტეპებსა და სასოფლო სამეურნეო ტერიტორიებზე, სადაც ფართო ხეებია. თანამედროვე სამყაროში ბექობის არწივი უკვე ელექტროგადამცემ ბოძებზეც ბუდობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]