weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გარემოს ეროვნული სააგენტო - ხანძრის მიმდებარე სოფლებში ჰაერში ნახშირჟანგი ნორმაშია

16:01 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის მიმდებარე სოფლებში ჰაერის ხარისხის კვლევა ჩაატარა. სააგენტოს განცხადებით, დადგინდა, რომ ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კვლევა ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჩატარდა. მათივე ცნობით, ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. 22 აგვისტოს 12 ჰექტარი ფართობი იყო დამწვარი. ძლიერი დაკვამლიანების გამო ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას პირბადეების გამოყენება ურჩია.

დღეს ცეცხლის ჩასაქრობად 6 ვერტმფრენი მუშაობს. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი ტექნიკაც. მთავრობა აცხადებს, რომ ამ დროისთვის ხანძრის გავრცელება შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]