weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ანთებული ცეცხლის კერა არ ფიქსირდება - სამინისტრო

10:57 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება.

დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეის მდგომარეობით, 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.

ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შეისწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები.

„განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომელთაგანაც ვიღებთ დახმარებას. პირველივე დღიდან გამოთქვა დახმარების სურვილი აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებისგანაც, გუშინ გამოითქვა დახმარების მზადყოფნა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, ასევე, საბერძნეთისგან და უკრაინისგან. მზადყოფნა გამოთქვეს ბულგარეთმა და ირანმაც.

მინდა შევეხო განსაკუთრებულად რუსეთის საკითხს, ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი.

რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან ასეთი წინადადება არის მისასალმებელი.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დღის განმავლობაში მოგახსენებთ სიტუაციის განვითარების შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]