როგორც „რეგინფოს“ პანკისის მკვიდრმა ლუიზა მუთოშვილმა უთხრა, ცეცხლი ტყისკენ მიიწევს. დუისში უკვე გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ადგილობრივები ამ წუთებშიც ცდილობენ, რომ ხანძარი არ გავრცელდეს და ცეცხლმა ტყის პირამდე ან სახლებამდე ვერ მიაღწიოს. ისინი სანიაღვრე არხებიდან წყალს ვედროებით იღებენ და ცეცხლს ასხამენ.