weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 1000–ზე მეტი სამხედრო ჩაერთო

11:35 პარასკევი, 25 აგვისტო 2017
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 1000–ზე მეტი სამხედრო ჩაერთო ფოტო © საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დღეს, დილიდან საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები.

ხანძრით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა 22 აგვისტოს გამოსცა.

„აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით ცეცხლის ყველა ზონასთან ფიზიკური წვდომა შეგვიძლია. ჯართან ერთად, ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე“, - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

ბორჯომის ხეობაში, გუშინ გვიან ღამით ხანძარი გაძლიერდა არდაგანის სასაფლაოსთან.  ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და სასაფლაოებს მიუახლოვდა. საგანგებო შტაბის განცხადებით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი ისევ ფიქსირდება.

სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ბორჯომში შესაძლოა 100 ჰექტარზე მეტიც იყოს დამწვარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]