ალიკაპის გარეშე ძაღლის ბულვარში ყოლის შემთხვევაში პატრონს გააფრთხილებენ ან 20 ლარით დააჯარიმებენ.
ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით ველობილიკის მიღმა გადაადგილება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია.
ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია. ელექტროტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.