ვაჟა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ძირითადად ბუჩქებსა და კუნძებს უკიდია.
„ხანძრის პატარ-პატარა კერებია, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი ძალით ჩაქრობა შევძლოთ. 20-20 ლიტრი წყალი წამოვიღეთ, რომელიც უკვე დავხარჯეთ. დაახლოებით 25 ადამიანი ვმუშაობთ“, – ამბობს რეინჯერი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, ვაშლოვანის ნაკრძალში სახანძრო-სამაშველო ძალებია მობილიზებული და რეაგირებას ახდენენ. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებებენ.