საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილისკენ მეხანძრე–მაშველების ჯგუფები გავიდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ცნობისთვის, ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გუშინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შერეული ტყის მასივზე მოდებული ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახება. ამ დროისთვის სვირში ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.