weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციისთვის უკრაინამ თვითმფრინავი გამოგზავნა

10:42 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების ჩაქრობაში დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი გამოაგზავნეს, რომელიც 8 ტონის ტევადობისაა. АН-32П ტიპის უკრაინული თვითმფრინავი ოდესიდან ბათუმის მიმართულებით უკვე გამოფრინდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა  და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

აბასთუმნის ტერიტორიაზე ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. არ არის დაზუსტებული ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გაჩენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]