weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლოპოტას ხეობაში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესწავლას ითხოვენ

20:29 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში ხუთი დღის წინ ჩამოსული დიდი მოცულობის მიწის მასისგან საავტომობილო გზის გაწმენდა, ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ რეგინფოს ლაფანყურში თელავის მერის წარმომადგენელმა, მორის პარკინაშვილმა განუცხადა.

ამ დრომდე შეუძლებელია სასაზღვრო პუნქტებთან და მთაში ჩარჩენილ მწყემსებთან საავტომობილო გზით მისვლა.

„17 სექტემბერს ძალიან ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე, ნელა-ნელა მთის ფერდობი გამოიღო და მეორე დღეს მიწის დიდი მასა მოწყდა, რომელმაც მდინარე ლოპოტას კალაპოტი მთლიანად გადაკეტა. ამ დროისთვის წყლის შეგუბება აღარ არის. მიწის მასა 71 მეტრის სიმაღლიდან არის მოწყვეტილი და სიგანეში დაახლოებით 50 მეტრია“, – ამბობს მორის პარკინაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები პირველად სამუშაოების გეგმავდნენ იმისთვის, რომ სასაზღვრო პუნქტეთან დამაკავშირებელი გზა სასწრაფოდ გაიხსნას.

„ამ ეტაპზე, მეწყერი ვიზუალურად შეაფასეს. სველია და ზემოთ ასვლა ვერ მოხერხდა, თუმცა, შემდეგ აუციელებელი იქნება გეოდეზისტების, გეოლოგების მუშაობა. უნდა გამოიკვლიონ, სადმე კიდევ არ იყოს ბზარი, რომ იგივე არ განმეორდეს. მდინარე ლოპოტას ყველაზე ვიწრო კალაპოტი ამ მონაკვეთში აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიწის დიდი მასა ჩამოვა, მთლიან ხეობას გადაკეტავს, რაც წყლის შეგუბებას და ტალღის წარმოქმნას გამოიწვევს. სამ სოფელს ემუქრება საფრთხე“, – ამბობს მორის პარკინაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში ამ მოცულობის მეწყერი პირველად ჩამოვიდა და მდგომარეობა ძალიან საყურადღეობოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]