"მთაზე კვამლი დილით შევამჩნიეთ. ხანძარი სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრშია. ხანძრის კერამდე მისასვლელად ავტომობილისთვის მისადგომი ადგილიდან 4-5 საათის სავალია ფეხით. ხანძრის ჩასაქრობად 60-მდე მაშველი და ადგილობრივი მიდის, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანების გამო ცეცხლთან მიახლოებას ვერ შეძლებენ. ვერტმფრენის გამოყენება არის საჭირო, სანამ ცეცხლი არ გავრცელებულა", - აღნიშნა ბესიკ გაიპარაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი წუხელ, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.