weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავი, ყვარელი, თუშეთი, ჯუთა – შსს დღეს გაჩენილ ტყის ხანძრებზე განცხადებას ავრცელებს

20:17 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში დღეს გაჩენილ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს–ს ინფორმაციით, თელავის სოფელ ართანაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, დანარჩენ რეგიონებში კი სამუშაოები მიმდინარეობს.

„შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

ხანძარი გაჩნდა, ასევე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი.

ათეულობით მეხანძრე–მაშველი და შსს-ს ვერტმფრენი ახორციელებს მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.

ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]