weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში ლეოპარდი დააფიქსირეს

02:22 კვირა, 17 ოქტომბერი 2021
შენიშვნა:ფოტო არ არის გადაღებული თუშეთში შენიშვნა:ფოტო არ არის გადაღებული თუშეთში

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ჯიქი, იგივე ლეოპარდი გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესი“ ავრცელებს.

„ჯიქი კვლავ საქართველოშია! 12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, „ნაკრესის“ კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში.

ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი.

„ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით“, – აცხადებენ „ნაკრესში“.

ლეოპარდი დიდ კატებს შორის ყველაზე ძლიერია. მათ შეუძლიათ ხეზე ცოცვა, მაშინაც კი, როდესაც მძიმე ნადავლს ატარებენ. ძირითადად ბინადრობენ ტყიან ადგილებში, მთებში, ასევე უდაბნოსა და სავანებში. შეუძლიათ ადამიანებისგან კარგად დამალვა და ყველაზე მოუხელთებელ დიდ კატებად მიიჩნევიან. ველურ ბუნებაში ლეოპარდის სიცოცხლის ხანგრძლივობა 17 წლამდეა.

ჯიქი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად ითვლება. მას შემდეგ, რაც 1954 წელს, საგურამოს ქედზე ლეოპარდი მოკლეს და ამ ცხოველის საქართველოში არსებობის ფაქტი აღარ დასტურდებოდა. 2004 წელს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისი ნაკვალევი იპოვეს და მალევე „ნაკრესის“ ფოტოხაფანგმაც დააფიქსირა. ამის შემდეგ ლეოპარდი კვლავ გაუჩინარდა.

2012-2013 წლებში ლეოპარდი დააფიქსრეს სომხეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]