ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის კერა ახლოს იყო გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან, განსაკუთრებით კი სოფლის სასაფლაოსთან.
ქართულმა მხარემ, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, რაზედაც პასუხი არ მიუღიათ.