„რელიეფი რთულია, დაახლოებით 3 კილომეტრია მთიდან გასასვლელი ბილიკით, იქ სახანძრო მანქანები ვერ მივა. ხელით იქნება ყველაფერი გასაკეთებელი. ცეცხლის კერასთან ახლოს არის პატარა მდინარე, საიდანაც წყლის აღება ხდება,“ - აღნიშნა ხულოს გამგებელმა.
აჭარის გარემოს დაცვის სამართველოში აცხადებენ, რომ შავნაბადას მთაზე ხანძრის სამი კერაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მაღალმთიან აჭარაში ტყეში ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.