გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი.
„მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო, სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.