weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ახალციხის სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლს მდინარე ფოცხოვში ღვრიან

10:45 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017
ახალციხის სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლს მდინარე ფოცხოვში ღვრიან ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

სასაკლაო „ახალციხე –აგროფუდში“ დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში სპეციალურად გაყვანილი მილით ჩაედინება. „სამხრეთი კარიბჭის“ ინფორმაციით, სოფელ სხვილისში მდებარე სასაკლაოში ერთ დღეში დაახლოებით 700–750 სული ცხვარი იკვლება.

„ბოლო ერთი წელია ასეა. ისე ქაფდება ხოლმე ეს სისხლი, მდინარე წითლად იღებება. საშინელი სუნიც დგას. დილის ექვს საათზე რომ დაიწყებენ დაკვლას, ღამის 12–მდე სისხლი მდინარეში იღვრება“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ საწარმოს მეზობლად მცხოვრები თემურ დურგლიშვილის კომენტარს.

„ახალციხე –აგროფუდის“ მენეჯერის ნუგზარ სარჯველაძის განცხადებით, ცხვრის სისხლის მდინარეში ჩადინებით გარემო არ ბინძურდება. მისივე თქმით, სისხლი თევზებისთვის სასარგებლოც კი არის.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭე“ საკითხის გასარკვევად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ საქართველოში ისეთი გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნარჩენს ისე გააუვნებელყოფს, რომ მისი მდინარეში უკონტროლოდ ჩადინება საფრთხეს არ წარმოადგენდეს, არ არსებობს.

„ახალციხე აგროფუდი“ სოფელ სხვილისში 2012 წელს აშენდა. ერთობლივი ქართულ-დანიურ-აზერბაიჯანული ინვესტიციის სახით საწარმოში 6 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]