weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წალენჯიხაში ცემენტმზიდით ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

14:57 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შემოწმების მიზნით ცემენტმზიდი გააჩერეს, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით, დალუქული და დაზიანებული ჰქონდა ლუქები.

შემოწმების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანის მისაბმელში პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი აქტი შედგა, ავტომანქანა კი დაილუქა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]