weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია, ართანასთან და ხულოსთან ცეცხლს აქრობენ

16:11 შაბათი, 09 სექტემბერი 2017

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, მთის ფერდობზე არსებულ ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რჩებიან.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან ვითარება სტაბილურია და ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავების პროცესი. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები და ტერიტორიის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას.

მაღალმთიან აჭარაში ტყეში ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. 4 სექტემბრისთვის ცეცხლი 3 ჰექტარზე იყო მოდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]