სოფელ ფშაველში გამგებლის წარმომადგენლის, ვალერი აბრამიშვილის თქმით, ხანძრის კერები ერთმანეთისგან 1.5-2 კილომეტრითაა დაშორებული და უცნობია, თუ საიდან გაჩნდა ცეცხლი. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს იყო.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეში. ჯერ უცნობია, თუ რა ფართობის ტყე დაიწვა ართანასთან, სადაც ხანძარს 3 სექტემბრიდან აქრობდნენ და ცეცხლი მინიმუმ 70–80 ჰექტარზე იყო გავრცელებული.