weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩხერის მუნიციპალიტეტში კვერეთის აღკვეთილი დაარსდება

15:38 სამშაბათი, 10 მაისი 2022

ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

სამინისტროს განცხადებით, კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება.

„კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 300 000 ჰექტრით გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 800 000 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]