როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
„ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი („ბრილიანტის ხიდი“) დაცულ ტერიტორიაზე ებრაულმა კომპანია „კასს გრუპმა“ ააშენა, რისთვისაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, ხიდი წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული და დაპროექტებულია იმგვარად, რომ სრულ სინთეზშია გარემოსთან, იძლევა 360 გრადუსიანი ხედვის არეალს დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და ამავდროულად აკმაყოფილებს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს. „კასს ლენდის“ პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდა ეკოტურისტული ბილიკები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.