როგორც ლადო კახოიძემ „რეგინფოსთან“ საუბარში აღნიშნა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი, დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. მათი თქმით, ჯერჯერობით დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო არ არის.
სოფელ ხახაბოსთან, დაახლოებით 3-4 კილომეტრში, ტყეში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. მისი ლიკვიდაციის სამუშაოები და ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება 10 სექტემბერს დასრულდა. ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა ფართობი დაიწვა 2-10 სექტემბრის ხანძრის შედეგად.