weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის ტყის აღდგენაში საქართველოს აშშ-ის სატყეო სერვისების გუნდი დაეხმარება

11:02 კვირა, 17 სექტემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სერვისების გუნდი ხანძრით დაზიანებული ბორჯომის ტყის აღდგენაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ამერიკელი ექსპერტები საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებენ. ექსპერტები შეაფასებენ ზიანს და გაწერენ რეაბილიტაციის გეგმას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიადაგის ეროზია, მეწყერი და ღვარცოფი და ტყის ხელახალი ზრდისთვის შენარჩუნდეს ნიადაგი“,- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა 27 აგვისტოს მოხერხდა. ნახანძრალი ტერიტორიის ფართობი დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, 200 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი. ამერიკის საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი სპეციალური, ცეცხლგამძლე ფეხსაცმელიც გადასცა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]