weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

გარდაბანში გაჯის საწარმოები 20-20 ათასი ლარით დაჯარიმდნენ

12:12 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

დეპარტალემტის განცხადებით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით. 

„თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

საწარმოების მიმართ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის მეორე ნაწილით, რაც 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. მასალები განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]