მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.
გემის კაპიტნებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.