weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომში 12 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

13:27 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფლების მზეთამზეს, ახალდაბას, ყვიბისის, გუჯარეთის, ჭობისხევის, წაღვერისა და არდაგანის მცხოვრებლებს სახლის ეზოებში უკანონო სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. „ლენტური ტიპის“ სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

„მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“, - განაცხადეს ​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]