weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალენჯიხაში უკანონოდ მოპოვებული ფიცრის გადასატანი გზა აღმოაჩინეს

17:28 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზისა და კუსტარული მოწყობილობის დემონტაჟი მოახდინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში შემოვლითი გზა აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც უკანონოდ მოპოვებული ფიცრი გადაჰქონდათ.

„ბრაკონიერებს, სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყის მიმართულებით აჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ფიცარი, რომელსაც ადგილობრივი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურად მოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით ხდებოდა ფიცრების დაღმართზე დაშვება. დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის ბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სრულდებოდა, საიდანაც ფიცრის ტრანსპორტირება უკვე ავტომობილების საშუალებით ხდებოდა.

ე.წ ხეკოს უბანში საგუშაგოა, რომელზეც ხე-ტყის კანონიერების შემოწმების მიზნით, სვანეთიდან გამომავალ სატრანსპორტო საშუალებებზე მუდმივი კონტროლი ხორციელდება. ამ მეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას“, - განაცხადეს დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულ იქნა 11 მ3-მდე ფიცარი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]