weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ახალციხეში უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო

12:07 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს.-მ კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში - ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]