National Geographic-ის ინფორმაციით, Sea Legacy-ის სპეციალისტებმა მიზნად დაისახეს იმ ცხოველების ქცევების შესწავლა, რომლებიც გლობალური დათბობის შედეგად შეცვლილ კლიმატურ პირობებში აღმოჩნდნენ. ბაფინის მიწაზე ნანახმა სურათმა მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბა - თეთრი დათვი ისეა გამხდარი, რომ გადაადგილებას ძლივს ახერხებს, საკვების მოძიებას კი მეთევზეების მიერ დატოვებულ კასრებში ცდილობს.
ფოტოგრაფი პოლ ნიკლენი ამბობს, რომ შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ცხოველს ცრემლების გარეშე უყურო. მისი თქმით, კარიერის განმავლობაში 3000-ზე მეტი თეთრი დათვი ნახა, თუმცა არასდროს შესწრებია ასეთ შემაძრწუნებელ სანახაობას.
„მეცნიერები ამბობენ, რომ თეთრი დათვები გადაშენდებიან. მინდა ხალხმა გააანალიზოს, როგორ ხდება ეს. დათვები სიკვდილამდე დაიმშევიან და ეს არის ის, თუ როგორ გამოიყურება დამშეული დათვი“, - ამბობს ფოტოგრაფი.
ვიდეოზე აღბეჭდილ დათვს სიცოცხლის რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი, რადგან საკვების სხვა წყაროს ის სავარაუდოდ ვერ ნახავდა. კანადაში კი ადამიანების მიერ ცხოველების თვითნებურად გამოკვება აკრძალულია.
როგორ ცხოვრობენ თეთრი დათვები ბუნებრივ გარემოში [National Geographic-ის ფოტოები]