„თუმცა ნებისმიერი პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა პოპულაციის გამრავლებასთან, დაზღვეული არ არის მსგავსი რისკებისგან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ჯიქს ეხება, რადგან როგორც წესი ისინი მათზე უფრო დიდ ცხოველებზე ნადირობენ. მაგრამ ვიქტორიას სიკვდილი დიდი მოულოდნელობაა. ის ხომ ერთ წელზე მეტი ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა, გადაიტანა ზამთარიც, შესანიშნავად ნადირობდა, აქტიურად იყენებდა ტერიტორიას და გაურბოდა ადამიანთან კონტაქტს, ესე იგი, მან ბოლომდე ჩააბარა ველურ ბუნებაში ცხოვრების გამოცდა“, - განაცხადა ჩესტინმა.
„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, რუსეთის გარემოს სამინისტროში განაცხადეს, რომ ძუ ჯიქს რაიმე სახის დაზიანება ან ჭრილობა არ აქვს. „ამ მონაცემების და გადაადგილების მარშრუტის შედარებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამინდის გაუარესებას ადგილი არ ჰქონია და საკვები ბაზაც არსებობდა, სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იანვრის შუა რიცხვებში ჯიქი დიდი ზომის ცხოველზე წარუმატებელი ნადირობის შედეგად მოკვდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დანაკარგის მიუხედავად დასავლეთ კავკასიის მთებში წინააზიური ჯიქის პოპულარიზაციის აღდგენის პროგრამის შეჩერება არ იგეგმება. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს, კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალში სამი ჯიქი - ძუ ვიქტორია და ხვადები - კილი და ახუნი გაუშვეს. ვიქტორია, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში ერთ-ერთმა ადგილობრივმა 2017 წლის ნოემბერში დაიჭირა.