weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

15:04 შაბათი, 20 იანვარი 2018

ბათუმში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსის არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, გასულ წელს კი ზღვამ 98 დელფინი გამორიყა.

დელფინის სიკვდილის მიზეზს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იკვლევენ. 

გუშინ ღამით ბათუმის აკვატორიაში 5-ბალიანი შტორმი იყო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ქვა-ღორღი გამორიყა. ამ დროისთვის ბულვარისა და სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარის დირექტორის ეთერ მაჭუტაძის განცხადებით, დღის ბოლომდე მძიმე ტექნიკა სანაპიროზე გამოტანილ მასას გაიტანს, ტერიტორიის სრულად დასუფთავებას კი რამდენიმე დღე დასჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]