weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იანვარში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს

13:34 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 138 შემთხვევა კახეთის რეგიონშია გამოვლენილი.

აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 44 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთიში- 19 ფაქტი, შიდა ქართლში -35, ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 62 ფაქტი. მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

იანვარში უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე ამოიღეს. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]