weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ

12:49 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018
პროექტის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა ონის მერიაში პროექტის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა ონის მერიაში

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ზემო რაჭას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

აქცია 19 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაიმართა, სადაც პარალელურად ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, რაჭაში მასშტაბური ჰესების მშენებლობა საშიშია, რადგან სტიქიური ზონების გამო შესაძლოა მთელი ხეობა დაიტბოროს.

„მთაში უნდა გაიაროს პირდაპირ. სოფლების თავზე გადადის. სეისმურად აქტიური ზონაა. რაჭაში უკვე ორჯერ მოხდა 9-ბალიანი მიწისძვრა და ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ისევ არ განმეორდება“, - ამბობს სოსო კობახიძე

„შედეგი იქნება ძალიან ცუდი. სოფელი მთლიანად მოისპობა და ეკოსისტებმა დაზიანდება. კატასტროფა მოხდება. არამარტო ჩვენი სოფელი, მთლიანი რაჭა განადგურდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კასკადის მშნებლობა არ დავუშვათ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ ელისო დვალიშვილმა.

ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსიის მიხედვით, კასკადური ტიპის პროექტი შედგება ორი ჰესისგან (ონი1 ჰესი, ონი 2 ჰესი), რომელთა ჯამური სიმძლავრე არის 206 მგვტ, ხოლო ელექტრო ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 780.2 მლ.კვტ.სთ. საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენაში ექცევა ონის მუნიციპალიტეტში შემავალი შემდეგი დასახლებული პუნქტები: ქალაქი ონი და სოფლები სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი  და გლოლა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ფერს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ შპს „ფერი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „რობინსი“ (Robbins Company). პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მილიონი აშშ დოლარია.

შპს „ფერი“ 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ენერგეტიკულ პროექტებზეა ფოკუსირებული. „ფერის“ მიერ არის აშენებული „დარიალიჰესი“, „ლარსიჰესი“, „ხადორი2 ჰესი“, „შილდაჰესი“ და „ყაზბეგიჰესი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]