ხავიერ ბარდემი ფილმის მთხრობელი და ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. დოკუმენტური სურათის წარმოებით ბარდემთან ერთად მისი ძმა კარლოს ბარდემი და პროდიუსერი ალვარო ლონგორია დაკავდებიან.
ხავიერ ბარდემი იანვარში ეწვია ანტარქტიდას და 275 მ სიღრმეზე დაივინგისას გაეცნო მრავალფეროვან წყალქვეშა სამყაროს. აღიარებული მსახიობის თქმით, მისი გარემოსდაცვითი დოკუმენტური ფილმი ანტარქტიკის ზღვის ცხოვრებას, საზღვაო ბიოლოგიას, კლიმატურ ცვლილებასა და სხვა მსგავს საკითხებზე იქნება.