weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში ზღვის ეშმაკი იპოვეს

11:33 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი ნახეს. სპეციალისტებმა მისი შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ თევზი ლოფიუსი, იგივე ზღვის ეშმაკია (Lophius piscatorius), რომელიც ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

სპეციალისტების განცხადებით, შავ ზღვაში თევზის ზღვის ეშმაკის არსებობა იშვიათობაა და გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია. თევზის ეს სახეობა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს.

ზღვის ეშმაკის მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება. იმ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. მოგვიანებით ზღვის ეშმაკის ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ეს შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]