weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გადადგა

20:49 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. ბაგრატიას თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მიდის.

„ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ. დამერწმუნეთ, მუდამ ვიქნები ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, კეთილის მსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა“, - აღნიშნავს ბაგრატია.

თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან მუშაობდა. გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]