weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიგანტური ცაცხვის ხე, რომელიც სენაკში დგას

10:17 სამშაბათი, 20 მარტი 2018
გიგანტური ცაცხვის ხე, რომელიც სენაკში დგას ფოტო © გიორგი ნიკოლავა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში გიგანტური ცაცხვის ხე დგას. ხე ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ გადაიღო. მისი თქმით, დაახლოებით 40 წლის წინ, ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაიას ინიციატივით, ხე ექსპერტებმა შეაფასეს, რომელთა ვარაუდით, ცაცხვი მე-5-მე-6 საუკუნისაა. ზაქარაია ამბობდა, რომ ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არსებობს.

„70-იან წლებში ნოქალაქევის ციხე გოჯის არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი პარმენ ზაქარაია. მან სრულიად შემთხვევით გაიგო რომ სამეგრელოს სოფელ ხორშში გიგანტური ცაცხვის ხე იდგა, დაინტერესდა ამით. როცა ნახა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მის წინ რამდენიმე საუკუნის ცაცხვის ხე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში ექსპერტები მოიწვია, ჩაატარეს ექსპედიცია. წინასწარი ვარაუდით ხე V-VI საუკუნის აღმოჩნდა. პარმენ ზაქარაიას თქმით, ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არის. მომოვალში დაუგეგმავთ საფუძვლიანი კვლევების ჩატარება, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. დღეს პარმენ ზაქარაია ცოცხალი აღარ არის. მას მერე 40 წელი გავიდა. ამ ასაკის ცაცხვის ხე იშვიათია“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]