დეკემბერი 17, 2018
weather cur horoscope tv

24 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნება

24 მარტი, 2018 hits 619

დღეს, მსოფლიო მეთერთმეტედ, საქართველო კი მეათედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, 2007 წელს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიდან დაიწყო და მას შემდეგ ღონისძიებას 7000 ქალაქი შეუერთდა. წელს „დედამიწის საათის“ თემაა კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20:30-დან 21:30 საათამდე, ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია გამოირთვება - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; ასევე პარლამენტის შენობაში, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე და ა.შ. აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება.

„დედამიწის საათი“ საქართველოს რეგიონებშიც აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]