weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპილოების გადასარჩენად ბრიტანეთში სპილოს ძვლის ნაკეთობების გაყიდვა აიკრძალება

18:17 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

სპილოს პოპულაციის შენარჩუნების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სპილოს ძვლისგან დამზადებული ნივთების გაყიდვას აკრძალავს. სააგენტოფრანს პრესისინფორმაციით, აიკრძალება ნებისმიერი ნაკეთობის გაყიდვა მათი ასაკისა მიუხედავად. სამართალდამრღვევი ჯარიმით ან 5-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აღსანიშნავია, რომ დაუმუშავებელი სპილოს ძვლის გაყიდვა ბრიტანეთში აქამდეც აკრძალული იყო.

„სპილოს ძვალი არ უნდა იყოს განხილული, როგორც ფინანსური მოგების მიღების საშუალება ან სოციალური სტატუსის სიმბოლო. მომავალში სპილოების დაცვის მიზნით ჩვენ წარვადგენთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კანონს. ამ აკრძალვით დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის პოზიციას, რომ სპილოს ძვლით ვაჭრობა წარსულში უნდა დარჩეს“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზე გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობის ბიზნესი 24 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, სპილოების რაოდენობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის მესამედით შემცირდა. წელიწადში 20 000 ცხოველს კლავენ.

საკანონმდებლო ინიციატივას მიესალმებიან გარემოსდცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები. მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდის (WWF) აღმასრულებელი დირექტორის, ტანია სტილის თქმით, სპილოს ძვლის გამო ყოველდღიურად 55 აფრიკულ სპილოს კლავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]